11.09.2013

ჩემი აბაშა



აბაშის რუკააბაშა— მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში.
ისტორია:  უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო. ”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” – წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე. რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდა ”ჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთი – ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი. 
სიტყვა ”აბაშა” არაბულიდან მომდინარეობს. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთ”-ო. 
”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია – ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი””. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.
რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.

კოორდინატები: 42°12′00″ ჩ. გ.42°13′00″ ა. გ.
დროის სარტელი: UTC +3
საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტი.
ანძილი თბილისამდე – 280 კმ 
მანძილი ზუგდიდამდე – 55 კმ 
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – 51 კმ 
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. აბაშა 
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი – 32 კმ

ფართობი: 320,8 კმ2.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასიკაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი აბაშა და 40 სოფელი: აბაშისპირი,  ბულვანი,  გამოღმა ზანათი , გამოღმა კოდორი,  გაღმა ზანათი, გაღმა კოდორი,  გაუწყინარი, გეზათი, გუგუნაყათი, გუგუნაყათი, გულეიკარი, გულუხეთი, ეწერი, თხმელარი, კეთილარი, მაიდანი, მარანი, მარანჭალა, მაცხოვრისკარი, მეორე ეწერი, მეორე ონტოფო, ნაესაკაო, ნორიო, პატარა გეზათი, პირველი ეწერი, პირველი მაისი, პირველი ონტოფო, საბოკუჩავო, საგვაზაო, სამიქაო, სეფიეთი,  სუჯუნა, ტყვირი, ქვიშანჭალა, ქოლობანი, ცილორი, ძველი აბაშა, ძიგური, წალიკარი, წყემი.
აბაშასაფოსტო ინდექსი: 0200
სატელეფონო კოდი: +995 412 ( 29XXXX )
ტერიტორია: ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა — 4,9 ცელსიუსი, ივლისის — 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის" ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია.
მცენარეული საფარი: მურყანი, ჭალისმუხა,  თელა,  წიფელი,  ლეშამბო.
საკრებულოცხოველთა სამყარო:  გვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.
ძირითადი ლანდშაფტებია: ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 ქალაქისა და 15 თემის საკრებულო.