11.09.2013

აბაშის ღირსშესანიშნაობანი

სეფიეთის  მიდამოებში მრავალი შესანიშნავი ისტორიული ძეგლია ნაპოვნი. ,,1931წ თებერვალში –წერს პროფ. სერგი მაკალათია, მიწის მოხვნის დროს იპოვეს თიხის კოჭობი რომაული მონეტებით სავსე. ასევე ნაპოვნია ბრინჯაოს ჭურჭლის ყური, რაც ღვთაება მითრას კულტთან დაკავშირებული სარიტუალო ინვენტარი უნდა იყოს". მთავარანგელოზთა ტაძარი გახლავთ სიძველეთა რჩეულ ხუთეულში შესული. სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესია გზის პირას მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე აშენებული ასწლიანი ცაცხვის ხეებით დაბურულ ეზოში, მას ორი დამოუკიდებული ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთსაა მიშენებული და ტიპიურ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ეკლესია წარსულში მოხატული ყოფილა, ამჟამად კედლები სარესტავრაციო მუშაობას მოითხოვს. თავად სახელწოდება სოფლის, აქაურთა თქმით მოდის ვინმე თავადის ქალ სეფე ოჩიგავს სახელიდან, რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა. მის საპატივცემულოდ აქაურობისთვის შეურქმევიათ სეფე–ეთი. სეფიეთის ეკლესიამ საშინელი დღეები გადაიტანა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში. რომ არა ამ სოფლის მკვიდრის ისტორიკოს ს. მაკალათიას უდიდესი ძალისხმევა ამ ეკლესას მიწის პირისაგან აღგვას უქადნენ ბოლშევიკები. ბატონი სერგი თურმე თავისი ჯიბის ფულს უხდიდა მის მიერ დაქირავებულ მომვლელ ქალს. ამ ეკლესიაში 1996 წელს აღსდგა წირვა ლოცვა, ამჟამად სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოძღვარია მამა ანდრია (როლანდ მელია).
დაშორება ქალაქის ცენტრიდან 13 კილომეტრი. რეგულარულად დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კადარი ძველი აბაშის დასავლეთით გაშლილი ველია. აქ ყოფილა ძველი ბაზილიკური ეკლესია. ექვთიმე  თაყაიშვილი მაღალ შეფასებას აძლევს: ,,მხატვრობის შემკობილობანი, სადაც დაცულია ძლიერ ლამაზია,, წერს იგი, მისივე თქმით აქ ნაგები კადარის ეკლესია არა უგვიანეს მე–14 საუკუნეს განეკუთვნებოდა და იმ დროისთვის ეკლესია შესანიშნავი ძეგლი იყო. ამჭამად იგი ნანგრევების სახითაა შემონახული და აედან გამომდინარე ღვთისმსახურებაც არ მიმდინარეობს.
აქვე სოფელ ძველ აბაშაშია დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ მუზეუმი. მუზეუმი მოქმედია. მისი დათვალიერება ნებისმიერ დროს შეიძლება. ადგილზეა აგრეთვე გიდიც რომელიც დაწვრილებით გვაცნობს ბატონ კონსტანტინეს ნივთებსა და ისტორიებს ამ ნივთების შესახებ.
დაშორება ქალაქის ცენტრიდან 4,5 კილომეტრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის სოფელ ძველი აბაშამდე. საიდანაც ეკლესიამდე 1,5 კილომეტრი, ხოლო მუზეუმამდე ერთი კილომეტრია.

რიონისპირა მასივზე ნაესაკოვოს თემის მახლობლად, არის ორი მნიშვნელოვანი ადგილი–შუა ქალაქი და ტყვირი. ტყვირის ეკლესიამ საშინელი დღეები გადაიტანა საბწოთა ოკუპაციის პერიოდში 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. მე–20 საუკუნის 60–იან წლებიდან ეკლესიას ქომაგად მოევლინა ტყვირის მკვიდრი ვლადიმერ მიქაძე. 80–იან წლებში კი ტყვირის ეკლესია საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადახურა თუნუქით. ვლადიმერ მიქაძის მიერ დაწყებული საქმე დიდებულად დააგვირგვინა მისმა ვაჟმა. მამა ეგნატე მიქაძე სათავეში ჩაუდგა გავერანებულ ეკლესიას. დღეს ეს ეკლესია ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლია. იგი ჯვრის ფორმის ოთხკუთხა ნაგებობაა. ეკლესიის ძირითად ნაწილს წამოდგმული აქვს მრავალკუთხედად ჩაკვეთილი გუმბათი, სადაც დატანებულია რვა ვიწრო სარკმელი. ეკლესიის გარეთა კედლებში ჩართულია კირქვის ფართო ფილები, შესანიშნავ ორნამენტოვანი მედალიონებითა და კარ–ფანჯრის არშიებით, დასავლეთის კარის თავზე არის ჩუქურთმიანი ჯვარი, რომლის ირგვლივ შესრულებულია მხედრული წარწერა, ამავე მხრიდან ეკლესიას მიდგმული აქვს ეკვდეთი, რომლის შესასვლელის შუბლზე, გარეთ ცხვრის ქანდაკებაა დატანებული მსგავსი,ქანდაკებითაა შემკული სეფიეთის ეკლესიაც. დღეს ეკლესია წარმოადგენს ულამაზეს მოვლილ კოპწია ტაძარს, არა მარტო ჭყონდიდის ეპარქიაში არამედ მთელ საქართველოში. აღსანიშნავია ტყვირის მკვიდრის ზაქარია (შაქრო) ტყვაცირიას ღვაწლი. იგი არის ფრესკების განმაახლებელი და ტაძრის მედავითნე ტყვირის ეკლესიას ამჟამად გააჩნია ორი საცხოვრებელი ფინური სახლი, ჭაბურღილი და სხვა სათავსოები ტყვირის ეკლესიაში წირვა–ლოცვა განახლდა 2000 წლიდან.
დაშორება ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია.

კეთილარის თემი მდებარეობს აბაშის რაიონში , მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე, ოდოშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15მ–ის სიმაღლეზე  თემი აერთიანებს სამ სოფელს: კეთილარს, გულეიკარს და გაღმაკოდორს. სამივე სოფელი გულეიკარის წმ. გიორგის ეკლესიის სამრევლოს წარმოადგენს. სოფლის მოსახლეობა გარდა თითო–ოროლა სექტანტისა, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. აქაურობისთვის გურულებს შეურქმევიათ კეთილარი, როგორც მოხუცები ამბობენ ,,ესე სოფელი კეთილი არს,, ასე იტყოდნენ  შემოხიზნულთა ნათესავები, რომელნიც გურიის მთებიდან გადმოიხედავდნენო და თითს გამოიშვერდნენო ჩვენი სოფლისკენ. კეთილარის ტერიტორიაზე ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, ამის დასტურია კეთილარის კოდორთან  სამხრეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არსებული ნამოსახლარი ,,ნამარანუ" , 1968 წ. მიკვლეული ნამოსახლარი. ეს არის კოლხეთის ტეროტორიაზე კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების, მისი შემდგომი განვითარების და ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის სურათი. ისტორიკოსი ჩვენი თანარაიონელი რევაზ ნადარეიშვილი, რომელიც თქავის დროზე აქტიურად ადევნებდა თვალს ,, ნამარანუ "-ს არქეოლოგიურ გათხრებს ადასტურებს, რომ აქ ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა და პირველ მოსახლეობას ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინათ უცხოვრია, ხოლო 3 ათასი წლის წინ მომხდარა რაღაც კატასტროფა ( დღემდე უცნობი ) რასაც გაუნადგურებია იგი. ნახანძრალის კვალი აქ დატრიალებულ დიდ უბედურებაზე მიგვანიშნებს.
დაშორება ქალაქის ცენტრიდან 28 კილომეტრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია.

გულეიკარი - ეს სახელი სოფელს ( ერთ-ერთი ვერსიით ) იმიტომ შეერქვა, რომ ვინმე გულივერს, რომელიც აქ ძველისძველ დროში სახლებულა. არაბი სარდალი მურვან იბნ-მუჰამადი, რომელიც საქართველოში ,, მურვან ყრუს " ანუ ამაოხრებლის სახელითაა ცნობილი. ხმალში გამოუწვევია და დაუმარცხებია . ამით სოფელი განადგურებას გადაურჩა. აქაურობისთვის გალივერის კარი ანუ გულივერის არემარე უწოდებიათ.სოფელი გილეიკარი მდებარეობს რიონის მარცხენა მხარეს, გურიის საზღვარზე. გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესია დაახლოებით ( VI-IX სს) იქ დასვენებული ხატი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. დიდხანს ინახებოდა მურვან-ყრუს ხმალი. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა, ნაგებია  მორუხო თვლილი ქვით, ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილია ჯვრები, დატანებულია გრძელი და მოკლე სარკმლები. დღეს ეს ეკლესია მოქმედია.
გულეიკარამდე ქალაქის ცენტრიდან 32 კილომეტრია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

სუჯუნა ოდესღაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო ,,ფაზის კოტაის,, სამდინარო და სახმელეთო გზაზე. გვიან შუა საუკუნეებში, ჭყონდიდელთა საზამთრო რეზიდენციაც კი გამხდარა. სუჯუნა ადგილობრივთა რწმენით წყალდამდგარს ნიშნავს: სუ–ცყალი, ჯუნა–დამდგარი. ისტორიულ ძეგლთაგან სუჯუნაში შემორჩენილია მე–19 საუკუნეში აგებული სინაგოგა, 1915წ აგებული სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტს და მეცენატს სოფ. სუჯუნის მკვიდრს აკაკი ხოშტარიას, ხოლო უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე–18 საუკუნის მიწურულს  აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი  წმ. გიორგის ტაძარი.  იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. ძველად სუჯუნა იყო სასულიერო პირთა აღმზრდელი. სუჯუნის მრევლთაგანნი იყვნენ ამჟამინდელი მოძღვრები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მხარეს მოგღვაწეობენ, სუჯუნის წმიდის გიორგის ეკლესიაში საკმაოდ მოიპოვებოდა ქართული ხელობის ხატები, წარწერებით , რომელნიც ლიტერატურეში ცნობილნი არ არიან. 1989 წლიდან სუჯუნაში მღვდელი აკურთხეს შეიძინეს საღვთისმსახურო ნივთები , წიგნები, ხატები, ჯვრები, შანდლები, მოაწყეს საკურთხეველი, აკურთხეს ტრაპეზი, პირველი პარაკლისი  გიორგობა დღეს 6 მაისს ჩაატარეს. სუჯუნაში დაბრძანებულია, ,, ტიხვინის ღვთისმშობელი,, სავარაუდოდ მე–18–19 საუკუნის ჭედური ხელობა. მოქმედია დედათა მონასტერიც.
სუჯუნამდე ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრია. რეგულარულად დადიან სამგზავრო მიკროავტობუსები.