11.09.2013

დუტუ მეგრელი

   დუტუ მეგრელი არის დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ლიტერატურული ფსევდონიმი. იგი დაიბადა 1867 წლის 26 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში.  1893 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში და 1917 წლიდან მუშაობა დაიწყო მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში.იგი იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ჰუმანისტურ-რეალისტური ტრადიციების მიმდევარი. დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1886 წელს. 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ" დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა" (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები დაპიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან", ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები", რომელიც სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო. მისი ლირიკა ძირითადად პატრიოტული ხასიათისაა. ლექსებისა და მოთხრობების გარდა შექმნილი აქვს პოემები, იგავ-არაკები, არის მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. აგრეთვე შესრულებული აქვს ევროპელ და რუს კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმანები.

    მის მიერ 1902 წელს დაწერილი ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია იაკობ გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში"

    დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წლის 13 მარტს, თბილისში. დაასაფლავეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

მე პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ვარ,

კავ­კა­სი­ის მთე­ბის შვი­ლი

და გან­ცხრო­მით სხვა­გან ყოფ­ნას

მირ­ჩევ­ნია აქ სიკ­ვდი­ლი!

ქართლ-კა­ხე­თი, იმე­რე­თი,

გუ­რია და სამ­გრე­ლო

ყვე­ლა ჩე­მი სამ­შობ­ლოა,

საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

ქვეყ­ნის თვა­ლი, ეს ქვე­ყა­ნა

ღვთის-მშობ­ლი­სა არის წი­ლი;

ბევრ მწა­რე დღეს მოს­წრე­ბია

და უნა­ხავს ბევ­რიც ტკბი­ლი:

ხან თუ მტე­რი აოხ­რებ­და,

იყო მღვრე­ლი ცრემ­ლის ცხა­რის;

ბრწყინ­ვა­ლე დროც დას­დგო­მია,

დრო და­ვი­თის და თა­მა­რის!

 

                  

..მე პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ვარ,

სა­ხე­ლო­ვან ერის შვი­ლი

და მსურს მერ­გოს სა­სა­ხე­ლო

მეც სი­ცოც­ხლე და სიკ­ვდი­ლი!..